მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა კრემლი ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი მიზნები არასწორად წარმოაჩინოს - ISW

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის მიზანი უცვლელი რჩება: კიევში რეჟიმის შეცვლა და უკრაინის უმეტესი ნაწილის კონტროლი. ამავდროულად, კრემლი ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი მიზნების არასწორად წარმოჩენას. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს. 

ISW წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ ახსენა ტერიტორია დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების გარეთ, როდესაც 15 აგვისტოს აღწერდა რუსეთის ომის მიზნებს უკრაინაში. აღნიშნულია, რომ პუტინმა 15 აგვისტოს „არმია - 2022“ ფორუმზე გამოსვლა დაასრულა შემდეგი განცხადებით:

„ჩვენი ჯარისკაცები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ნათლად ასრულებენ ყველა დავალებას, ეტაპობრივად ათავისუფლებენ დონბასის მიწას“.

ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის მიზნების ეს შეზღუდული განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთის ადრე გაცხადებულ სამხედრო მიზნებს უკრაინის „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციასთან“ დაკავშირებით. პუტინის შედარებით შეზღუდული განცხადება, ასევე, შეუთავსებელია რუსეთის ქმედებებთან ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ფედერაციასთან „ანექსიასთან“.

რუსული ძალები იწყებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის გარშემო, ავდეევკას სამხრეთ-დასავლეთით და დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, ასევე წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ხერსონის რეგიონის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი

👉 მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 ფინეთი რუსებისთვის ვიზების გაცემას 90%-ით ამცირებს