
ამერიკული ომის კვლევების ინსტიტუტი (ISW) იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლისიჩანსკის აღება ერთდროულად ორ გენერალს მიანდო.
ISW-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც მოწმობს, რომ პუტინს რუსი გენერლების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს.
„ლისიჩანსკის აღებაზე პასუხისმგებლები გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი და საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური, არმიის გენერალი სერგეი სუვორიკინი იყვნენ. ორი ასეთი მაღალი რანგის სამხედრო პირის მონაწილეობა ფრონტის მცირე სექტორში ერთსა და იმავე ადგილას გასაოცარია და, ალბათ, მიუთითებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლისიჩანსკისა და ლუგანსკის ოლქის საზღვრის უსაფრთხოებას. ეს ასევე ამ სამუშაოს შესრულებაში გენერლების მიმართ უნდობლობაზე მიუთითებს“, - აღნიშნულია ექსპერტთა განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: