მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა განსაზღვრავს დონბასისთვის ბრძოლის ბედს - სამხედრო ექსპერტის განმარტება

ბრძოლა დონბასისთვის

ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერი, სამხედრო ექსპერტი იგალ ლევინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დონბასისთვის ბრძოლის ბედს ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკიზე კონტროლის აღება გადაწყვეტს

„ვოლჩანსკი არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც რუსეთი ლოგისტიკურ ხაზად იყენებს და რომლის საშუალებითაც აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში წინ მიიწევენ. 

რუსებს აქვთ მხოლოდ ორი ლოგისტიკური ხაზი. თუ მათ უკრაინელები გააკონტროლებენ, ფაქტობრივად ისინი წინასწარ განსაზღვრავენ დონბასისთვის ბრძოლის ბედს, რადგან მტერს იმის საშუალება აღარ ექნება, რომ აღჭურვილობა, მარაგი და ადამიანური რესურსი ფრონტის ხაზებზე გაგზავნოს“, - განაცხადა ლევინმა. 

შეგახსენებთ, კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ახალ მიზნად დონბასის „გათავისუფლება“ დაისახა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„უკრაინელები ჩვენი მონათესავე ერი, ძალიან მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ მათ დიდი ხანია ატყუებენ“ - პესკოვი

👉რუსული ჯარი აქტიურად უტევს ლუგანსკის ოლქს - სამხედრო ექსპერტი

👉„ჯერ დასასრული არ ჩანს“ - შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ

👉რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე, ისინი უკრაინას სჭირდებიან - რეზნიკოვი