მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად რეალურია ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყება? - აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის განმარტება

ირან-აზერბაიჯანი

„პალიტრას“ ეთერში აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის წევრმა, დეპუტატმა და პოლიტოლოგმა რასიმ მუსაბაოვმა, ირან-აზერბაიჯანს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანიდან აბსურდული ბრალდებები ისმის. 

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად რეალურია ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყება? აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის წევრმა რასიმ მუსაბაოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ირანის მიმართ არანაირი  პრეტენზია არ აქვს. 

„საერთოდ ჩვენ ირანთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. იცით, ახლა იქ რეჟიმმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორი გააჩაღა. 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, საიდანაც 50 ბავშვია. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი ირანის საშინაო საქმეებში არ ერევა, ირანი კი რატომღაც პრეტენზიებს უყენებს აზერბაიჯანს.

როცა სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯან-ირანის 120 კმ-იან მონაკვეთს მას მერე რაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% მიითვისა, რაღაც ირანელებს ეს არ აღელვებდათ, წყნარად იყვნენ. აზერბაიჯანმა გაათავისუფლა თუ არა თავის ტერიტორიები და აღადგინა კონტროლი აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე მაშინვე ირანის ხელისუფლებამ აბსურდული განცხადებების კეთება დაიწყო. დაიწყეს სწავლებები ჩვენს საზღვართან, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნის, ფაქტობრივად, ჩვენ საქმე გვაქვს ირანის სურვილთან გარკვეული ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე.

არის აბსურდული ბრალდებები, რომ ჩვენ აქ თითქოს ისრაელისთვის, რომელიც ირანზე თავდასხმას აპირებს, რაღაც პირობები შევქმენით, ის სამოქალაქო აეროპორტები, რომელიც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანმა ააშენა, თითქოს ირანზე თავდასხმისთვის უნდა გამოიყენონ და.ა.შ. ბევრი უაზრო და დაუსაბუთებელი ბრალდებაა აზერბაიჯანის მისამართით, მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან არანაირი პრეტენზია ირანის მიმართ არ გამოგვითქვამს“, - აცხადებს რასიმ მუსაბაოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ჩვენ არ ვგეგმავთ უკან დახევას“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკასა და ბახმუტის რაიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

👉 თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, თუ სომხეთს დაეხმარებოდა, მაშინ აზერბაიჯანის მიწაზე თითო რუს ჯარისკაცს წინ დახვდებოდა ორი თურქი ჯარისკაცი და ოფიცერი - რასიმ მუსაბაოვი

👉 რუსეთის მიზანი ადამიანების გამწარებაა, შეგვიძლია რუსეთს ვუწოდოთ ტერორისტების ბანდა - ალექსეი გონჩარენკო

👉 გთავაზობთ, ევროპარლამენტი იდიოტიზმის სპონსორად ვაღიაროთ - მარია ზახაროვა

👉 პანიკა ყირიმში და თავდაცვა დონბასში - საბრძოლო რუკები