
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსება აუცილებელია. როგორც კადიროვი წერს, თანამედროვე პირობებში რუსეთს ახალი სტრატეგიული სამხედრო გადაწყვეტილებები სჭირდება.
„ამ კუთხით, ბევრი ცვლილებაა გასატარებელი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთებში, რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე, ისე როგორც არასდროს, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსების აუცილებლობაა. ბაზის განთავსება შესაძლებელია შალინსკის რაიონში სატანკო ბაზის ადგილზე“, - წერს კადიროვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი
👉 უკრაინელებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი
👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე