
„მედვედევი მხოლოდ სიბრალულს იწვევს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„თანამედროვე რუსეთის პორტრეტი არის დიმიტრი მედვედევი, რომელიც ვიღაცას ემუქრება „განკითხვის დღით“. ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანი, რომელიც ცდილობს სერიოზულად და საშიშად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. „კიდევ ცოტაც და ყველას გაჩვენებთ!“. რას აჩვენებ? კიდევ ერთი ბავშვის მოკვლას?“ - წერს პოდოლიაკი.
The portrait of modern Russia – Dmitry Medvedev, who threatens someone with "Judgment Day". Small person forgotten by history, who tries to seem serious and scary, but in reality causes only pity. "Just a little more and I will show you all!". Show what? Murder one more child?
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) July 17, 2022
შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, უკრაინას ვოლგოგრადში ვეტერანებთან შეხვედრაზე დაემუქრა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 „ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ“ - დმიტრი მედვედევი
🔴 პუტინმა ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა - ISW
🔴 ფიქრობ, რომ შემდეგი რაკეტა შენ მოგვხვდება, უმწეო ხარ, დასამალი არსად არის - „აზოვსტალის“ მცველი