მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ეხმაურებიან კრემლში ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინის დაკავების ორდერის გაცემას

კრემლის შენობა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა, რასაც კრემლში უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურებები.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ზახაროვამ.

ხოლო როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთის ფედერაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად მიაჩნია.

„თვითონ საკითხის ასე დასმა აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია. რუსეთი არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მიხედვით ძალადაკარგულია“, - აცხადებს პესკოვი.

👉 123 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც ვალდებულია, ჩამოსვლის შემთხვევაში, დააკავოს პუტინი - ზურა ბატიაშვილი

👉 ერდოღანმა NATO-ში ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა

👉 ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, მაქსიმალური გააკეთონ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად - ჯეიმს კლევერლი

👉 მეწყერში მოყოლილი აუზი, ძილის საერთაშორისო დღე, Valentino-ს კაბების გამოფენა - 17 მარტის დღის ფოტოები