კონფლიქტები

„რუსებს ესმით, რომ უკრაინა სამხრეთში კონტრშეტევას ამზადებს და ცდილობენ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინას არ სურს მოლაპარაკება“ - ოლეგ ნიკოლენკო

ოლეგ ნიკოლენკო
1658946594
დაკოპირებულია

„რუსებს ესმით, რომ უკრაინა სამხრეთში კონტრშეტევას ამზადებს და ცდილობენ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს სწორედ უკრაინას არ სურს მოლაპარაკება“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

როგორც ნიკოლენკომ აღნიშნა, რუსეთის ქმედებებით არ ჩანს, რომ მათ მოლაპარაკებები სურთ.

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მათ სურთ მოლაპარაკება. ისინი კვლავ ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. ისინი კვლავ არღვევენ შეთანხმებებს, მაგალითად მარცვლეულზე. ისინი ამბობენ ერთს საჯაროდ და მეორეს აკეთებენ ბრძოლის ველზე“, - დასძინა ნიკოლენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ამ თავხედური ომის შედეგად, რუსეთი დაკარგავს იმ კოლონიებს, რომლებიც მან თავის დროზე მიითვისა“ - ოლექსი დანილოვი

👉 „ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიური იმპერიული ძალა“ - ემანუელ მაკრონი რუსეთზე

👉 „დროა, ხელახლა გავათავისუფლოთ რუსი ხალხის მიერ დაარსებული ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ოდესა“ - დენის პუშილინი

👉 „გამარჯვების იარაღი - პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy ტანკები გადასცა“ - უკრაინული მედია

👉 „HIMARS და სხვა ზუსტი იარაღი ცვლის ომის მიმდინარეობას ჩვენს სასარგებლოდ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი