მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ყურადღებას დონბასში ორი ქალაქის აღებაზე ამახვილებს - ISW

მელიტოპოლში 70-მა რუსმა სამხედრომ არეულობა მოაწყო

ომის ამჟამინდელ ეტაპზე რუსეთი ყურადღებას სივერსკისა და ბახმუტის აღებაზე ამახვილებს, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოკუპანტების გეგმებს ამ 2 ქალაქის აღების, ადასტურებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შეხვედრა აღმოსავლეთ არმიის ჯგუფის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ რუსტამ მურადოვთან, რომელიც 18 ივლისს შედგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოიგუმ დაათვალიერა აღმოსავლეთის ჯგუფი და დაავალა მურადოვს  ყურადღება მიექცია უკრაინული შორი დისტანციის რაკეტებისა და საარტილერიო სისტემების განადგურებაზე.

ექსპერტების აზრით, მურადოვი ჯარებს იზიუმის მიმართულებით ხელმძღვანელობს. ეს ჯგუფი მუშაობს სლოვიანსკის აღებაზე.

ანალიტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთის ჯარების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებისგან შედგება, რომლებიც მოქმედებენ იზიუმის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მურადოვს ლაპინსა და სუროვიკინზე დაბალი წოდება აქვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრემლი იზიუმ-სლოვიანსკის რაიონს უფრო დაბალ პრიორიტეტად მიიჩნევს, ვიდრე დონბასის სხვა ტერიტორიების დაკავებას. 

ამავე დროს, ანალიტიკოსები ამბობენ რომ, უცნობია უხელმძღვანელებს თუ არა მურადოვი ოკუპანტებს ხარკოვის გარშემო.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, რუსულმა ჯარებმა დაიწყეს სახმელეთო შეტევების სერია სივერსკის აღმოსავლეთით და ბახმუტის სამხრეთით და გააძლიერეს შეტევა ავდიივკაზე და განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები დონეცკ-ავდიივკას ფრონტის ხაზზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ“ - დმიტრი მედვედევი

🔴 პუტინმა ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა - ISW

🔴 ფიქრობ, რომ შემდეგი რაკეტა შენ მოგვხვდება, უმწეო ხარ, დასამალი არსად არის - „აზოვსტალის“ მცველი

🔴 რუსეთმა სახმელეთო შეტევითი შესაძლებლობების 30%-ზე მეტი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი