კონფლიქტები

რუსეთი საკუთარ ტანკებზე დრონების საწინააღმდეგო დაცვას აყენებს

დრონების საწინააღმდეგო დაცვა ტანკებზე
1637924702
დაკოპირებულია

ყირიმში განთავსებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების ტანკებზე სამხედროებმა სპეციალური დამცავი ფარები დაამაგრეს. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება. 

ტანკების მოდერნიზება კამიკაძე დრონების, უპილოტო აპარატ Bayraktar TB2-გან და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დასაცავად მოხდა.

კონსტრუქცია ტანკის კოშკზე მსუბუქი ჯავშნის და საბრძოლო მანქანის გვერდებზე ლითონის ბადისგან შედგება. კონსტრუქცია Т-80-ის ტიპის ტანკებზე დაფიქსირდა. როსტოვის ოლქში ანალოგიური დამცავი სისტემები Т-72Б3-ის ტანკებზეც შეამჩნიეს, რომლებიც უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ეს სისტემები აშკარად ტანკში ზევიდან რაკეტის მოხვედრის წინააღმდეგ არის დამონტაჟებული. მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომმა აჩვენა, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და მართვადი ბომბების მეშვეობით ტანკების და ჯავშანტექნიკის უდიდესი ნაწილი გაანადგურეს.

რა თქმა უნდა კონსტრუქცია ტანკს რაკეტის მოხვედრისგან ვერ დაიცავს, მაგრამ ჭურვის კუმულაციური ეფექტი, როდესაც ის ჯავშანს წვავს და დენთის ცხელი ნაკადი ტანკის შიგნით აღწევს, შეიძლება შემცირდეს, თუ რაკეტა ჯავშნისგან რამდენიმე მეტრში აფეთქდება. 

კონსტრუქცია სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობასაც შეამცირებს. ანალოგიურ დამცავ ბადეს უკვე დიდი ხნის განმავლობაში ებრაელი სამხედროები ტანკის „მერკავას“ დასაცავად იყენებენ. ეს  საბრძოლო მანქანა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. 

რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა

„რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს...

დასავლელი ექსპერტებისა და კიევის მაღალი რანგის ოფიციალური პირების აზრით, რუსეთს ამჟამად არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა.
„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5%-მდე შეგვიმცირდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. 
1643207252
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
განვლილმა პერიოდმა ნათლად გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის ელექტრონული საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
1643220475
26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
1643220322
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყანა დატოვონ

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუ...

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ ახლავე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
ირაკლი ლატარია: რეზოლუცია არ მოეწონათ ნაცებს, რატომ? იმიტომ, რომ იქ არ...
„საკმაოდ სწორი რეზოლუციაა, კონკრეტული, მყარი და ამავე დროს, ობიექტური... ბოდიში ნაცებს, ლილიპუტინს არ ვწერთ და მეორე დღეს ყველა ჰესს არ ვუფორმებთ რუსებს.... ძალიან მიყვარს უკრაინა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია. 
ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია, უ...
„ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.