მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი თქვენს ქვეყანაში პროვოკაციებს ამზადებს“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსებს მიმართეს

ბელარუსია

„რუსეთის სპეცსამსახურები ბელარუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე პროვოკაციებს ამზადებენ, უკრაინა უცხო ქვეყანაში არანაირ აგრესიულ ქმედებებს არ გეგმავს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელორუსებს ურჩევენ, თვალყური ადევნონ საეჭვო ადამიანებს და მანქანებს“, - ამის შესახებ RBC უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართვაზე დაყრდნობით იტყობინება. 

მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ბელარუსის ტერიტორიაზე პროვოკაციებს ამზადებენ, რომელთა დანიშნულება შეიძლება იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის ოსტროვეცის ატომური ელექტროსადგური.

დღეს რუსეთი საკუთარ თავს უფლებას აძლევს დააშანტაჟოს მთელი მსოფლიო ატომური ობიექტების და ტექნოლოგიების გამოყენების საფრთხით, აითვისოს ელექტროსადგურები და ჩაერიოს პერსონალის მუშაობაში ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით.

რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას არ აინტერესებს რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლე, განსაკუთრებით კი  ბელორუსების და უკრაინელების სიცოცხლე. მათი მეთოდები ახალი არ არის - ტერორი, დაშინება. ეს ყველაფერი გამოიყენება ერთი მიზნით, რომ ბელორუსი ომში ჩაითრიოს“, - აღნიშნა მიმართვაში. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ბოლო 24 საათში განადგურებული 310 ოკუპანტი, 10 უპილოტო საფრენი აპარატი და 51 ფრთოსანი რაკეტა - რუსეთის დანაკარგები

🔴 საქართველოში პოლარიზაცია არ შესუსტებულა, როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალშიც ვერ მივიღებთ - კახა გოგოლაშვილი

🔴 კრეისერ „მოსკვას“ განადგურებით უკრაინისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა - გიგა ინაშვილი

🔴 გამორიცხულია სამკურნალოდ რომ გავუშვათო და ირაკლი კობახიძეს ვინ ეკითხება, რას გადაწყვეტს სასამართლო - ვატო სურგულაძე

🔴  თურქული მხარე აცხადებს, რომ სირიასა და ერაყში ოპერაციების დროს ასობით ტერორისტი მოკლა

🔴 დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - მაკრონი კიევის სარაკეტო დარტყმაზე