მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ოკუპირებულ დონბასს უკრაინას დაუბრუნებს - კვლევითი ორგანიზაცია Bellingcat

ექსპერტი დონბასზე

„დონბასის ოკუპირებული ნაწილი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდება, შესაბამის გადაწყვეტილებას კი თავად რუსეთის ფედერაცია მიიღებს, რომელიც ახლა რეგიონის ნაწილს აკონტროლებს“. ამის შესახებ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის Bellingcat-ის მთავარმა მკვლევარმა ხრისტო გროზევმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„რუსეთი სიამოვნებით დათმობს დონბასს, რადგან არ იცის, თუ როგორ მოახდინოს მისი ინტეგრაცია და როგორ დააფინანსოს ეს ინტეგრაცია“, - განაცხადა გროზევმა.

რაც შეეხება უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობას, ამასთან დაკავშირებით გროზევის პროგნოზი ნაკლებად ოპტიმისტურია. მისი თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთს  აიძულონ მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

„ამ საკითხში რბილი სცენარები არ იქნება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდება, მაშინ მის ახალ მმართველთან  გლობალური სამშვიდობო პაქტის გაფორმება იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება ერთპიროვნული მმართველი, არამედ კოალიციური ხელისუფლება“, - აცხადებს ექსპერტი. მისი აზრით,  საუბარია „ხუთწლიან და შემდგომ პერიოდზე“.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.