
რუსეთი უკრაინაში შეტევითი მოქმედებების შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
„უდავოდ, მიმდინარეობს მზადება შეტევითი მოქმედებების შემდეგი ეტაპისთვის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუს ჯარისკაცებს ეწვია და, უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, მეთაურებმა მას შემდგომი დაგეგმილი ქმედებებისა და „ოპერაციის“ ჩატარების შესახებ მოახსენეს.
„ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მან ჯილდოებიც კი გადასცა იმ გენერლებსა და ოფიცრებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ ამ „ოპერაციაში“. ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია, რადგან მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, სად იყო ის, ვინ მოახსენა მას ინფორმაცია და, შესაბამისად, როგორც სამხედრო დაზვერვამ, უნდა ვიცოდეთ, რა საკითხები დაისვა, რა გეგმები და განზრახვები განიხილეს“, - აცხადებს სკიბიცკი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 პუტინმა ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა - ISW
🔴 ფიქრობ, რომ შემდეგი რაკეტა შენ მოგვხვდება, უმწეო ხარ, დასამალი არსად არის - „აზოვსტალის“ მცველი
🔴 „უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი ერთ წელიწადში“ - აშშ-ის არმიის ყოფილი გენერალი
🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი