მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სახელმწიფოს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ საჰაერო თავდაცვის მოსაპოვებლად და ამ მიმართულებით წარმატებაც აქვთ. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის წინააღმდეგ. ამიტომ, მან  კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს, მეტი შეიარაღება მისცენ უკრაინას.

„ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ერთი დღეც არ შეუწყვიტავთ მუშაობა ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემების მოსაპოვებლად და ჩვენ გვაქვს გარკვეული შეთანხმებები და წარმატება ამ მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს, გავანადგუროთ რუსული რაკეტების ნაწილი, თუმცა საჭიროა თავდაცვის სრულიად განსხვავებული სისწრაფე და მასშტაბი.

ყველაფერი დამოკიდებულია, სამწუხაროდ, არა ჩვენზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საკვანძო დედაქალაქებში უნდა იქნეს მიღებული. როდესაც ჩვენ მივმართავთ პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას, იმას, რაც უკვე გამოვიარეთ.

რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს დაიწყო გაზის ომებით და დასრულდა სრულმასშტაბიანი შემოჭრით, სარაკეტო ტერორით და უკრაინის გადამწვარი ქალაქებით. ეს რომ სხვას არ დაემართოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთობლივი გამარჯვება რუსეთზე უკრაინაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინაში რუსების დანაკარგი 15 000 ჯარისკაცს შეადგენს“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი

👉 უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტიდან განხორციელდება - რადას დეპუტატი