კონფლიქტები

რუსეთი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში „რეფერენდუმის“ ჩატარებას სექტემბერში გეგმავს

ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ
1658739315
დაკოპირებულია

„ზაპოროჟიეს ოლქის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი შესაძლოა, სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდეს“, - ამის შესახებ ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა ვლადიმერ როგოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ „რეფერენდუმი“ ზაპოროჟიესა და ხერსონში ერთდროულად ჩატარდეს. 

„ყველაფერი მიდის იქამდე, რომ რეფერენდუმი სექტემბრის პირველ ნახევარში იქნება, ზუსტ თარიღს ჯერ არ დავასახელებ. მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების ფორმირება. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა ადამიანმა რეგიონი დატოვა, შექმნილი საარჩევნო კომისიების მთავარი სამუშაო ამომრჩეველთა სიების დაზუსტება იქნება.

გარდა ამისა, დიდი ალბათობაა, რომ რეფერენდუმი ერთდროულად ჩატარდეს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რადგან ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატების წყალობით, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა როგოვმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინა ომში ბელორუსის მონაწილეობის ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება - უკრაინის შსს-ს მინისტრის მოადგილე

👉 „მხოლოდ მათ, ვინც აბსოლუტურად არ იცის ისტორიის სიმართლე, შეუძლია გადაწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 5 თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 183 რელიგიური შენობა გაანადგურა

👉 „ანტიისტორიული რეჟიმების“ დამხობის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, შემთხვევით არ აღმოჩნდეთ ისტორიის უპირობო ნაგავსაყრელში - მიხაილო პოდოლიაკი სერგეი ლავროვს პასუხობს

👉 „რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ერთად ცხოვრებას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინელებს, გათავისუფლდეს აბსოლუტურად ანტიხალხური რეჟიმისგან“ - სერგეი ლავროვი