მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის აგრესიით დაზარალებული უკრაინელი ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - ახალი მონაცემები

ომი უკრაინაში

უკრაინაში მასშტაბური ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიის გამო 361 ბავშვი დაიღუპა და 715 დაშავდა. განახლებულ მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა ტელეგრამზე ავრცელებს. 

17 აგვისტოს ხარკოვისა და მისი რეგიონის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად ორი 12 წლის გოგონა დაშავდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში, ხარკოვში, კიევში, ჩერნიგოვსკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში. 

„ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონაცემების დაზუსტება ვერ ხერხდება“, - ნათქვამია ანგარიშში. 

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2328 სასწავლო დაწესებულება, აქედან 289 მთლიანად განადგურდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ერდოღანმა ლვოვში გამართულ შეხვედრაზე შესაძლოა, ზელენსკის პუტინთან შეხვედრა შესთავაზოს - მედია

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა