მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება, იარაღი გვჭირდება - ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრო ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინას გასამარჯვებლად იარაღი ესაჭიროება. 

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის სიჩქარე დამოკიდებულია იარაღის მიღების ტემპზე.

„იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, იარაღი გვჭირდება. ეს არის ერთადერთი შანსი გამარჯვებისთვის. რუსეთმა უნდა დაგვიბრუნოს წართმეული მიწები, მათ შორის ყირიმი. ჩვენ ვერ ვიქნებით ტერორისტებზე დამოკიდებული. ჩვენ უნდა შეცვალოთ ჩვენი პერსპექტივა და თავი გავართვათ ტერორისტებზე დამოკიდებულებას.

დასავლეთის იდეა, შეცვალოს რუსეთი კოოპერაციებით, არ იმუშავებს იქამდე, სანამ ქვეყანა შიშით იმართება. არსებული მდგომარეობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, წინ კიდევ 2 500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის დეოკუპაციაა.

რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება. უკრაინამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზადაა თავისუფალი სამყარო ჩვენს დასახმარებლად. თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

🔴 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT

🔴 „იქნება მშვიდობა ჩვენი პირობებით“ - დმიტრი მედვედევი

🔴 რუსეთმა სახმელეთო შეტევითი შესაძლებლობების 30%-ზე მეტი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი