მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს - სერგეი გაიდაი

სერგეი გაიდაი

სევეროდონეცკი, ლუგანსკის ოლქი, რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

„დაბომბვა არ წყდება, ყველაზე ცხელი წერტილი სევეროდონეცკია, თუმცა ქალაქი უკრაინის დროშის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გაიდაის თქმით, დამპყრობლები კვლავ აკონტროლებენ სასტუმრო „მირის“ ტერიტორიას, ისინი წინ არ წასულან, მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან.

მან, ასევე, დაამატა, რომ ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის გარეუბანში მდებარე სოფლებში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️🎥 ოკუპირებულ დონეცკში რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა

✔️ კიევის რეგიონში რუსეთის შემოჭრის საფრთხე რჩება - რეგიონის ხელმძღვანელი

✔️ უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა - უკრაინის შს სამინისტრო

✔️ რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში ზარალი განიცადა და უკან დაიხია