მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის კონკრეტული წინადადებები შემოგვთავაზა - ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის კონკრეტული წინადადებები შემოგვთავაზა. ანუ ამ პროცესისთვის მოსამზადებელი ეტაპი უნდა ჩატარდეს“, - ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს. 

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს წინადადებები ჩვენთვის სრულიად მისაღებია.  საერთო ჯამში 2021 წლის მაისის შემდეგ რუსეთმა ამ მიმართულებით სამი ინიციატივა გამოთქვა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს ამ წინადადებებზე მუშაობა დაავალა, რათა მათი განხორციელება მოხდეს.