კონფლიქტები

რუსეთმა უკრაინიდან იძულებით 200 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანა - ლუდმილა დენისოვა

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა
1652467945
დაკოპირებულია

უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და დღემდე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ოკუპანტებმა 200 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს. 

ლუდმილა დენისოვას თქმით, მოსკოვს სურს უკრაინელი ბავშვები რუსეთის მოქალაქეებად გახადოს. 

„როცა ჩვენს შვილები გაჰყავთ ანადგურებენ ეროვნულ იდენტობას, ართმევენ ჩვენს ქვეყანას მომავალს. ჩვენს შვილებს იქ რუსულად ასწავლიან ისტორიას, რომელიც პუტინმა ყველას უამბო“, - აცხადებს ლუდმილა დენისოვა. 

თავის მხრივ ოფიციალური მოსკოვი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უკრაინელი ბავშვების გაყვანას უარყოფს და აცხადებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს მათ, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლატვიამ ომის მხარდაჭერის გამო რუსეთის 102 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

✔️ ლოიდ ოსტინმა და სერგეი შოიგუმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ისაუბრეს - BBC

✔️ ევროკავშირი უკრაინას მძიმე შეიარაღებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს - ჯოზეფ ბორელი

✔️ შვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ