მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთმა უნდა იმუშაოს „თალიბანთან“, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება“ - რუსეთის ელჩი ქაბულში

დიმიტრი ჟირნოვი

„აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა იმ საკითხებზე, რომლებიც შეესაბამება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს“, - ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის ელჩმა ქაბულში დიმიტრი ჟირნოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თალიბანის ტერორისტული მოძრაობა, რომელიც რუსეთში აკრძალულია, არის რეალობა ავღანეთში, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, ასე რომ „ჩვენ მათთან უნდა ვიმუშაოთ იქ, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება და სადაც ეს საჭიროა რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად“.

ჟირნოვმა დასძინა, რომ 15 აგვისტოს მოსკოვში დაიწყება მოლაპარაკებები ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციასა და რუს პარტნიორებს შორის.

ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი ერთი წლის წინ დაიბრუნა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „აზოვსტალის“ დამცველები კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას, შესაბამისად „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია - მიხაილო პოდოლიაკი

👉 რუსეთის სამხედრო სარდლობა ხერსონიდან გარბის - უკრაინული მხარე

👉 უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარებული ანტონ ლისტოპადი რუსებთან ბრძოლაში დაიღუპა

👉 უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებართვა კიდევ 6 გემმა მიიღო