მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს ყირიმიდან სახედრო ავიაცია გაჰყავს

ვერტმფრენი ყირიმში

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუს სამხედროებს ყირიმში მდებარე სამხედრო ავიაცია სათადარიგო აეროდრომებზე გადაჰყავს ან რუსეთის ფედერაციაში, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში მისი დაბრუნება ხდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ეს გადაწყვეტილება რუსულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ყირიმის სამხედრო ბაზებზე უკრაინული ძალების დარტყმების შემდეგ მიიღო. უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ყირიმიდან 24 თვითმფრინავი და 14 ვერტმფრენი გაიყვანეს. კერძოდ, ავიაცია ყირიმის სათადარიგო ბაზებზე, ასევე კრასნოდარის მხარეში გაიყვანეს.

ყველაზე ძლიერი დარტყმა ყირიმში მდებარე სამხედრო ბაზებზე უკრაინულმა ძალებმა 15 აგვისტოს განახორციელეს. გელენჯიკის მახლობლად მდებარე ბაზაზე აფეთქებების ხმა 1 დღე-ღამის განმავლობაში ისმოდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ ყირიმში სამხედრო საწყობში აფეთქება ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო - NYT