მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და ირანს რაკეტებს სთხოვს - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს სარდლობამ იცის, რომ რუსეთი საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდის და ახალი რაკეტებისთვის ირანს მიმართა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და ამიტომაც მათ მიმართეს ირანს რაკეტების მისაღებად. ჩვენ გარკვევით ვამბობთ, რომ არცერთმა ქვეყანამ არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის უკანონო ომს. ამიტომ არც ირანმა და არც რომელიმე სხვა ქვეყანამ არ უნდა მიაწოდოს რუსეთს რაკეტები, დრონები ან რაიმე სხვა რამ, რაც მათ დაეხმარება გააგრძელონ სასტიკი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

მანამდე კი სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აძლიერებს თავის პოზიციას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ეს არის ნატოს პასუხი რუსეთის აგრესიაზე.

აღსანიშნავია, რომ ბუქარესტში დღეს ნატოს ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა შეხვედრა დაიწყო. განსახილველ საკითხებს შორის იქნება უკრაინის დახმარება რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „თუ წავაგებთ, ჰააგა დამლაგებელსაც კი ელოდება, რომელიც კრემლის კედლის მიღმა ქვაფენილს ასუფთავებს“ - მარგარიტა სიმონიანი

👉 „არ ვიცი, ლევანი რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს... სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული“ - ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილის აქციაზე

👉 „სულ უფრო სუსტდება, 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, ახლა წევს“ - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ის, რაც უკრაინას სჭირდება, მაგრამ არ აპირებენ მის მიწოდებას პოლიტიკური მიზეზების გამო“ - დმიტრო კულება