მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთში ფარული მობილიზაცია დაიწყო. მისი თქმით, იქმნება ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები. გარდა ამისა, როგორც დანილოვი წერს, საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ფულადი დახმარება 4000 დოლარამდე გაიზარდა.

„რუსეთის მკვლელ სამინისტროს საზარბაზნე ხორცი აკლია. რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა, საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ფულადი დახმარება კი 4000 დოლარამდე გაიზარდა. იქმნება ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება. შეიძლება დაამარცხოს თავისუფალი ხალხი მონებისა და დამნაშავეების არმიამ“, - წერს ტვიტერზე დანილოვი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსი ოფიციალური პირები ირანს ეწვივნენ და საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ - თეთრი სახლი