მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად კიევის პოლიტიკური ნებაა საჭირო - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს იმ შემთხვევაში თუკი კიევი პოლიტიკურ ნებას გამოავლენს და მზადყოფნას გამოთქვამს მოსკოვის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. 

„ეს უნდა იყოს პოლიტიკური ნება, მზადყოფნა განიხილონ რუსეთის ის მოთხოვნები, რაც კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა პესკოვმა და უპასუხა კითხვას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების დასაწყებად.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა მოლაპარაკებები შეუძლებელია, რადგან უკრაინული მხარე მზადყოფნას არ გამოთქვამს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 განსხვავებული მიდგომების გამო რუსეთი და აშშ უკრაინის საკითხზე დიალოგს არ აწარმოებენ - სერგეი რიაბკოვი

👉 რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და ირანს რაკეტებს სთხოვს - სტოლტენბერგი

👉 „თუ წავაგებთ, ჰააგა დამლაგებელსაც კი ელოდება, რომელიც კრემლის კედლის მიღმა ქვაფენილს ასუფთავებს“ - მარგარიტა სიმონიანი

👉 „არ ვიცი, ლევანი რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს... სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული“ - ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილის აქციაზე