კონფლიქტები

„რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებას აზრი არ აქვს“ - პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი
1656017268
დაკოპირებულია

„რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია, მაგრამ მიმდინარეობს ჰუმანიტარული მოლაპარაკებების ქვეგანყოფილება, რომელიც დაკავშირებულია ტყვეთა გაცვლასთან, ჰუმანიტარულ დერეფნებთან და უკრაინის მოქალაქეების ომის ზონიდან ევაკუაციასთან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს, ამ პირობებში კი მათთან მოლაპარაკება შეუძლებელია. 

„მოლაპარაკებები დაპაუზებულია. პოლიტიკურ-დიპლომატიურ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან ქვეყნის აღმოსავლეთით ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. რუსეთი ფსონს დებს, რომ მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობის მეშვეობით გარკვეული ტაქტიკური სამხედრო გამარჯვების მოპოვებას შეძლებს. ასეთ ოპონენტთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან ის ყველა კონტრშეთავაზებას ირაციონალურად უპასუხებს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.