მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ერთად ცხოვრებას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინელებს, გათავისუფლდეს აბსოლუტურად ანტიხალხური რეჟიმისგან“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოსახლეობას დაეხმარება „ანტიხალხური და ანტიისტორიული რეჟიმისგან“ გათავისუფლებაში.

„ჩვენ ვწუხვართ უკრაინელი ხალხის გამო, რომელიც ბევრად უკეთესს იმსახურებს. ჩვენ ვწუხვართ უკრაინის ისტორიის გამო, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება და ვწუხვართ მათ გამო, ვინც დაემორჩილა კიევის რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდას, რომლის მიზანია, უკრაინა გახდეს რუსეთის მარადიული მტერი.

რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ერთად ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით უკრაინელ ხალხს გათავისუფლდეს რეჟიმისგან, რომელიც არის აბსოლუტურად ანტიხალხური და ანტიისტორიული“, - განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინელებმა რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს, ორ ადგილას ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

👉 მოკავშირეებთან არის შეთანხმება უკრაინისთვის 25-30 ერთეული HIMARS-ისა და MLRS-ის გადაცემის შესახებ - ანდრეი ერმაკი

👉 „ის გრძნობს პასუხისმგებლობის ტვირთს, რომ ის არის ზელენსკის ყველაზე დიდი მფარველი“ - ბორის ჯონსონი უკრაინაში გამოსამშვიდობებელ ვიზიტს გეგმავს

👉 სოჭში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - არის მსხვერპლი

👉 „კიევში წასვლის დიდი სურვილი მაქვს“ - რომის პაპი