მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ოფიციალური პირები ირანს ეწვივნენ და საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ - თეთრი სახლი

თეთრი სახლი ვაშინგტონი

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის წევრები ბოლო კვირების განმავლობაში ეწვივნენ აეროდრომს ცენტრალურ ირანში და შეამოწმეს საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა შეეძინათ ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

შეერთებული შტატების ინფორმაციით, ირანმა რუსებს უპილოტო საფრენი აპარატები აჩვენა კაშანის აეროდრომზე 8 ივნისსა და 15 ივლისს. 

მანამდე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, „გვაქვს ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გვაქვს ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს - აშშ