მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი სამხედროები უკრაინაში სავარაუდოდ, ჩინური წარმოშობის საბრძოლო მასალას იყენებენ - მედია

რუსული ჯავშანჟილეტები

გამოცემა Politico ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის სხვადასხვა სახის სამხედრო ნივთების მიწოდებას განიხილავდა, მათ შორის, ჯავშანჟილეტების. როგორც უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნაპოვნია პირველი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები შესაძლოა, ჯავშანჟილეტებს ჩინეთიდან იმპორტირებული კომპონენტების გამოყენებით ამზადებენ და მას საკუთარ სამხედროებს უგზავნიან უკრაინის წინააღმდეგ ომში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2022 წელს რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ, რომელთაგან ერთ-ერთიც ჩინეთის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, მოსკოვში ბაზირებულ რუსულ კომპანია „კლასს“ ჯავშანჟილეტების წარმოებისთვის საჭირო ნაწილები გაუგზავნა. ამასთან, აღნიშნულია, რომ რუს დისტრიბუტორს დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ რუსეთის ეროვნულ გვარდიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურთან და სხვა სახელმწიფო სამხედრო ფორმირებებთან.

„მაგალითად, ნოემბერში კომპანია თავს იწონებდა იმით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას თავისი ჯავშანჟილეტების პრეზენტაცია წარუდგინა“, - წერია სტატიაში.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ჯავშანჟილეტები ბოლოს უკრაინაში, ბრძოლის ველზე აღმოჩნდა, საბოლოოდ კი, მათი ნაწილი უკრაინელებს ჩაუვარდათ ხელში და მოქალაქეების ნაწილმა ისინი გასაყიდადაც დადო eBay-ზე. 

„ეს ჯავშანჟილეტები რუსეთის არმიის შეიარაღებაში იყო და უკრაინელ სამხედროებს ხარკოვის ოლქზე კონტრშეტევის დროს ჩაუვარდათ ხელში ქალაქ იზიუმის გათავისუფლების დროს, ერთ სახლში, სადაც დროებით რუსები ცხოვრობდნენ. ისინი ისე სწრაფად გაიქცნენ, რომ თავიანთი ნივთები დატოვეს“, - მოჰყავს გამოცემას eBay-ზე ერთ-ერთი ასეთი განცხადების ავტორის სიტყვები. 

როგორც Politico აღნიშნავს, ამ დროისთვის უცნობია, როდის აქვს „კლასს“ დამზადებული ზემოთ აღნიშნული ჯავშანჟილეტები და გამოყენებულია თუ არა მათში ჩინური კომპონენტები - „თუმცა, იმპორტის მონაცემები უჩვენებს, რომ სავარაუდოდ, გამოყენებულია“, - წერს გამოცემა და საბაჟო მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, მოსკოვში დაფუძნებულმა კომპანიამ ჩინეთიდან ნაწილები 2022 წელს რამდენჯერმე შემოიტანა, კერძოდ, ნოემბერსა და დეკემბერში. 

იხილეთ ასევე: 

👉 უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტით შესაძლოა, რუსეთმა ფეხი მოიკიდოს - ენტონი ბლინკენი

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს ოკუპანტების ბაზას მელიტოპოლში, რუსული ჯარები წინ მიიწევენ ბახმუტში - საბრძოლო რუკები

👉 ტერორი არ იმუშავებს, ყველა ჩვენი ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ და ოკუპანტი დავსაჯოთ - ერმაკი