მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ჯარები ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებიან - ISW

რუსეთის არმია ემზადება სევეროდონეცკზე, სოლედარსა და ბახმუტზე  შეტევისთვის

რუსული ჯარები, სავარაუდოდ, დაიწყებენ ფართომასშტაბიან შეტევას სლავიანსკი-სივერსკ-ბახმუტის ხაზის გასწვრივ „ოპერაციული პაუზის“ შემდეგ, მაგრამ არ არსებობს მითითებები იმის შესახებ, თუ რამდენად მალე დაიწყება ეს სასტიკი შეტევა, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ბოლო მოხსენებაშია ნათქვამი.

ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ ოკუპანტებმა სივერსკიდან წინსვლა დაიწყეს. 

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ადრე გამოაცხადა, რომ ოკუპანტის თავდასხმები ამ მხარეში მოიგერიეს.

ამავდროულად, რუსი დაქირავებულები წერდნენ, რომ მათ, სავარაუდოდ, „ოპერატიული კონტროლი“ დააწესეს სივერსკში.

გარდა ამისა, უკრაინის არმიამ ცეცხლით უპასუხა რუს სამხედროებს, რომლებმაც ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით დასახლებები დაბომბეს. ბრძოლები ქალაქიდან 20 კილომეტრში მიმდინარეობს.

ექსპერტების განმარტებით, რუსეთის არმიამ განაახლა შეტევითი ოპერაციები ავდიივკას ჩრდილო-აღმოსავლეთით.

თუმცა, უკრაინულმა ძალებმა შეაჩერეს რუსული წინსვლა კამიანკაში, ავდიივკას ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 6 კმ-ში, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს.

14 ივლისს ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ კამიანკა დაიპყრეს, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინეს.

სოციალური მედიის მომხმარებლები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთით იეჰორივკაზე კონტროლი აღადგინეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი

🔴 რუსეთის ფედერაციამ „მოხალისეთა ბატალიონების“ შექმნის ბრძანება გასცა - ISW

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 უკრაინაში რუსული არმიის სამი პოლკოვნიკი მოკლეს

🔴 მშვიდობის უზრუნველსაყოფად რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას გამოვრიცხავთ - დმიტრო კულება