მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საგაზაფხულო შეტევა“ - რა იქნება პუტინისა და ზელენსკის შემდეგი ნაბიჯი?

ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი

გაზაფხულზე კლიმატისა და რელიეფის გაუმჯობესებასთან ერთად მოსალოდნელია, რომ რუსეთიც და უკრაინაც ახალ შეტევებს წამოიწყებენ. 

ბრიტანელი გადამდგარი საჰაერო ვიცე მარშალ შონ ბელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის აზრების წაკითხვა შეუძლებელია, სამხედრო ანალიზით მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რა მოხდება ომის ახალ ეტაპზე.  

რა იქნება პუტინის ნაბიჯი?

ბელის განცხადებით, მოსკოვის საერთო მიზანი, რა თქმა უნდა, მთელი აღმოსავლეთ დონეცკის ოლქის აღება და ყირიმის დაცვა იქნება.

„ბატონი პუტინი, სავარაუდოდ, გააძლიერებს დონეცკის მეზობელ ლუგანსკის ოლქს, სადაც უკრაინელები საკვანძო ლოგისტიკური მიზნებისთვის განკუთვნილ გზებს ემუქრებიან.  

ის ასევე შეეცდება, გააძლიეროს თითქმის მთლიანად ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქი, რათა ამ მიმართულებით უკრაინული შეტევა თავიდან აიცილოს“, - აღნიშნა ყოფილმა ვიცე მარშალმა. 

გარდა ამისა, ბელის განცხადებით, პუტინის „მთავარი აქცენტი“ კვლავ იქნება უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ბახმუტი.

მისივე თქმით, რუსებს ასევე შეუძლიათ დაემუქრონ უკრაინის დედაქალაქ კიევს და ეს, სავარაუდოდ, ბელარუსიდან მოხდება.

რა იქნება ზელენსკის მიზანი?

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მიწიდან „ყოველი რუსის გაძევებას გეგმავს“, 

შონ ბელი აღნიშნავს, რომ ზელენსკი, სავარაუდოდ, დონეცკის გარშემო ძალების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას, თუმცა გაურკვეველია შეძლებენ თუ არა უკრაინელები აქ წარმატების მიღწევას.

„თავდასხმის თვალსაზრისით ზელენსკის მიზანი ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით ლოგისტიკური მიზნებისთვის განკუთვნილი გზების დაკავება და ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისგან მოწყვეტა იქნება“, - აღნიშნა ბელიმ. 

მასალა მომზადებულია Skynews-ის მიხედვით. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  ვოლოდინის განცხადებით, რუსეთიდან წასული რუსების ქონების კონფისკაციის შემოღების საკითხს შეისწავლიან, რომლებიც სამშობლოს „ტალახს ესვრიან“

➖  პოლონეთმა კორონავირუსის ქვეშტამის „კრაკენის“ პირველი შემთხვევა დაადასტურა

➖  დიდი რისკი შეიქმნა, რომ წმინდათა წმინდა საკითხი, რომელსაც „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ ეწოდება, უკიდურესად დაზიანდეს - ქემოკლიძე

➖  მარინ ლე პენი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას ეწინააღმდეგება

➖  დენის პუშილინმა ოკუპირებული მარიუპოლის ე.წ. მერი შეცვალა