მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება - ცარიელი სიტყვებია - შამბა

სოხუმის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებელია იქ 3 წლის განმავლობაში 10 მლრდ დოლარის ინვესტირება, არარეალურს უწოდებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

შამბამ აღნიშნა, რომ ეს თანხები საქართველოს ომის შემდეგ რეპარაციის სახით უნდა გადაეხადა.

„ჩვენთან არანაირი რეაქცია არ არის. მე ვერ ვხედავ, რომ ვინმემ ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა. რაც შეეხება რეპარაციას, კი, ეს თანხები ომის შემდეგ უნდა გადაეხადათ ჩვენთვის და ის ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდებოდა, რაც მათ ომის დროს დაანგრიეს“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

შამბას თქმით, ასეთი განცხადებებით თბილისს სურს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას თავი მოაწონოს. მან ურჩია თბილისს, რომ თუ აფხაზებთან შერიგება მართლაც სურს, „არამეგობრულ ქმედებებზე უარი უნდა თქვას“.

ცნობისთვის, 27 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თბილისის კონტროლს დაუბრუნდება, ამ რეგიონებში მომდევნო 3 წლის განმავლობაში 10 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ღარიბაშვილმა თქვა, რომ აფხაზეთს შეუძლია გახდეს მეორე მონაკო, ხოლო სოხუმს - მონტე-კარლო. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ავღანეთი შესაძლოა, დასავლეთის დახმარების გარეშე დარჩეს ქალებზე თალიბანის ახალი შეზღუდვების გამო

✔️ ენგელსში მომხდარი აფეთქებები ადასტურებს რუსული საჰაერო თავდაცვის არაეფექტურობას და ამძაფრებს კრემლის კრიტიკას - ISW

✔️ აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს - Bloomberg