მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოსთან საზღვარზე მუდმივ პროვოკაციებს აქვს ადგილი“, - ცხინვალი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარი“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, საქართველოსთან „საზღვარზე“ მუდმივ პროვოკაციებს აქვს ადგილი. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

დე ფაქტო უწყების ცნობით, ივლისში ე.წ. საზღვარზე საინჟინრო ნაგებობების განადგურების და დაზიანების ფაქტები გახშირდა, რომლებიც ე.წ. საზღვრის დაცვისთვის გამოიყენება.

„2022 წლის 4 ივლისს ცხინვალის რაიონის სოფელ ქსუისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჯგუფმა ღობე დააზიანა, რომელიც შინაური ცხოველების გადასვლას აფერხებს. ანალოგიური ფაქტი 12 ივლისს სოფელ გრომთან დაფიქსირდა“, - წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ასევე ე.წ. საზღვარზე ბანერის მოპარვის ფაქტს ჰქონდა ადგილი და განადგურდა სტაციონარული სადამკვირვებლო პუნქტი.

ე.წ. უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ „ვანდალიზმის აქციები საქართველოს ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული და მხარდაჭერილი მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაბუნდოვნებას და ის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებას ეჭვქვეშ აყენებს“, - აცხადებენ ცხინვალში. 

უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ქართველი პროვოკატორების მიერ ჩადენილი ეს ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულია.