კონფლიქტები

„საკნები მზადდება“ - რუსები მარიუპოლში ტყვეების სასამართლოსთვის ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ

რუსები მარიუპოლში ტყვეების სასამართლოსთვის ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ
1659795129
დაკოპირებულია

ოკუპანტები მარიუპოლში, ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ, - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოს გამართვას ოკუპანტები სექტემბერში გეგმავენ. 

„ახლა მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რუსი ოკუპანტები ციხის გისოსებს აწყობენ. არმატურის დიამეტრი 20 მილიმეტრია. დამპყრობლები გეგმავენ სექტემბერში უკრაინის დამცველების საჩვენებელი სასამართლო მოაწყონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები ისევ აგრძელებენ ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფას.

„ისინი აგრძელებენ სამხედრო დანაშაულების რაოდენობის ზრდას და ახდენენ მთელი ცივილიზებული სამყაროს უგულებელყოფის დემონსტრირებას“, - განაცხადა ბოიჩენკომ.

მარიუპოლის მერმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, გაეროს და წითელ ჯვარს ჩაერიონ სიტუაციაში და დაიცვან სამხედრო ტყვეების მოპყრობის წესები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება - ISW

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი