კონფლიქტები

სერგეი შოიგუმ უკრაინაში ყველა მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაზრდის ბრძანება გასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი
1657965622
დაკოპირებულია

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დამპყრობელთა ჯგუფები „სამხრეთი“ და „ცენტრი“ დაათვალიერა. ამის შემდეგ მან ყველა მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაზრდის ბრძანება გასცა.

„მინისტრმა გასცა საჭირო მითითებები ჯგუფების მოქმედებების შემდგომი გაზრდისთვის ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე, რათა გამოირიცხოს კიევის რეჟიმის მიერ მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა დონბასსა და სხვა რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებზე“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დუმის დეპუტატი ჯო ბაიდენის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანას ითხოვს

👉 „რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი

👉 რუსი ოფიციალური პირები ირანს ეწვივნენ და საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ - თეთრი სახლი