
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში მყოფი დაჯგუფება „აღმოსავლეთი“ დაათვალიერა და რუსულ ძალებს უკრაინული ჯარის შორი მოქმედების სარაკეტო და საარტილერიო სისტემების განადგურება დაავალა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
მისი თქმით, ამ საშუალებებიდან დონბასის დაბომბვა მიმდინარეობს. შოიგუს დავალებით მსგავსი სისტემების განადგურება ზუსტი მოქმედების იარაღიდან უნდა მოხდეს.
შოიგუს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განზრახ ესვრიან დონბასის დასახლებულ პუნქტებს და მინდვრებსა და ხორბლის საცავებს ცეცხლს უკიდებენ.
16 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყველა მიმართულებით შეტევის ინტენსიფიკაცია დაავალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე
👉 „არცერთი სანქცია არ მოიხსნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი მშვიდობის შემთხვევაში“ - ოლაფ შოლცი