მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

საარტილერიო დანადგარი მთიან ყარაბაღში

სომხეთი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებს ცეცხლის გახსნაში და სომეხი სამხედროს მკვლელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 19 წლის ჯარისკაცი დაიღუპა 22 ნოემბერს საღამოს, როდესაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გეღარქუნიკის პროვინციაში დაბანაკებულ სომხურ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ადგილზე ვითარება სტაბილურია. 

შეგახსენებთ, 13, 14 და 15 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ექსპერტების თქმით, ეს ყველაზე სერიოზული სამხედრო დაპირისპირება იყო 2020 წლის შემდეგ, როდესაც „ყარაბაღის მეორე ომი“დასრულდა.

სომხეთი და აზერბაიჯანი 16 ნოემბერს საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ.