მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი 16 ნოემბერს საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle  იუწყება. 

13, 14 და 15 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ერევნის ინფორმაციით, მისი მხრიდან 15 სამხედრო დაიღუპა და 12 ტყვედ ჩავარდა. აზერბაიჯანი ორი დაჭრილი სამხედროს შესახებ იუწყება.

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის შუამავლობით გაფორმდა. ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.

მხარეებმა დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება

🔴  სომხეთი რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დახმარებას სთხოვს