მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი თურქეთს სამხრეთ კავკასიიდან ჯარის გაყვანას სთხოვს

სომხეთი თურქეთის ჯარის გაყვანას მოითხოვს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი ყარაბაღიდან და საერთოდ სამხრეთ კავკასიიდან თურქეთს ჯარის გაყვანას სთხოვს. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ არ არსებობს კონკრეტული ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი ჯარის გაყვანას აპირებს.

„თურქეთი, როგორც აზერბაიჯანული აგრესიის მთავარი სულის ჩამდგმელი, დღეს ყარაბაღის წინააღმდეგ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს. ეს საერთაშორისო საზოგადოებას ავალდებულებს, რომ მიიღონ ყველა ზომა, რომ აიძულოს თურქეთს თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან და დატოვოს ტერიტორია“, - ამის შესახებ არა აივაზიანმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

🔘 ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ის აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შეწყდა.

🔘 სპეციალისტები ამბობენ, რომ ყარაბაღში უამრავი ნაღმი და ჭურვია დარჩენილი და რეგიონის სრულ განაღმვას შეიძლება 15 წელი დასჭირდეს.