მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: 1302 სამხედრო მოსამსახურე დაგვეღუპა

სომხური მხარის დანაკარგები

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ მათი მხრიდან 1302 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ბოლო დღეებში დაღუპულთა სიებს 81 სახელი შეემატა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია. ოფიციალური ბაქო სამხედრო დანაკარგების სტატისტიკას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.