კონფლიქტები

სუსი ოკუპანტების მიერ კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასწავლო ცენტრი
1638365938
დაკოპირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ვანელის მიმდებარედ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. 

„მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.