
ცნობილი რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გარი კასპაროვი აცხადებს, რომ რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იუბილეზე გამარჯვების გამოცხადება იგეგმება.
მისივე თქმით, პუტინი 70 წლის 7 ოქტომბერს გახდება, დიქტატორებს კი ასეთი „გამორჩეული“ თარიღები უყვართ.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 7 ოქტომბერს, პუტინის იუბილეზე, გამარჯვების გამოცხადება იგეგმება. ვფიქრობ, გარკვეული საღი აზრი უკვე არსებობს, რომ უკრაინაში ომს ისე ვერ მოიგებენ, როგორც დაგეგმეს, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია ტერიტორიული შენაძენების დაფიქსირება და მოლაპარაკებების ძლიერი პოზიციიდან დაწყება. ომის მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება და უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება შესაძლოა, მის გარდამტეხ წერტილად იქცეს“, - განაცხადა კასპაროვმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი
👉 რუსებს ოკუპირებულ კუპიანსკში ჯარისკაცების ცხედრებისთვის მაცივრები არ ყოფნით
👉 „დონეცკსა და ლუგანსკს როცა საჭირო იქნება, ვაღიარებთ, დღეს ეს მნიშვნელოვანი არაა“ - ლუკაშენკო
👉 „უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლია“ - პოდოლიაკი
👉 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT