მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს

ცხინვალში დაკავებული მოქალაქე

დღეს, 25 სექტემბერს ცხინვალიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს.

მღებრიშვილი ამჟამად საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ, ის ოჯახს საკარანტინე ზონის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ხვიჩა მღებრიშვილის დაკავების მიზეზად ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადასვლა და რეალიზაციის მიზნით ღამურების დაჭერა დაასახელა.

ცნობისთვის, მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს და მისი გათავისუფლება წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე მოხდა.