მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალში დისლოცირებულ საოკუპაციო ძალებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები ტარდება

კენჭისყრა ცხინვალში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ საოკუპაციო ძალებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები ტარდება. ხმის მიცემის პროცედურა აქ ვადაზე ადრე მიმდინარეობს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

კენჭისყრაში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობენ. პოლკოვნიკ რაჯაბ ალიევის ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურა რამდენიმე ეტაპად, 16 სექტემბრამდე გაიმართება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, 400-მა სამხედრომ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო.

ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 17-დან 19 სექტემბრამდე გაიმართება. რამდენიმედღიანი კენჭისყრა რუსეთის ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს, რადგანაც, მათი თქმით, ხელისუფლებას ამით გაყალბების დამატებითი შესაძლებლობა უჩნდება.