მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

ცხინვალში შეხვედრა

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ცხინვალში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

შეხვედრაში გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ცხინვალის მხრიდან შეხვედრაში მურატ ჯიოევი მონაწილეობდა.

ჯიოევმა საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე არსებული სიტუაცია შეაფასა როგორც სტაბილური, თუმცა განაცხადა, რომ ის „მოდუნების საშუალებას არ იძლევა“. ცხინვალი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კვლავ თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.

ჯიოევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მან პოზიტიურად შეაფასა ასევე „ცხელი ხაზის" მუშაობაც.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 29-30 ივნისს გაიმართება.