მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ აზერბაიჯანელი სამხედროები ჩვენს ტერიტორიას არ დატოვებენ, პრობლემას ძალისმიერი გზით გადავჭრით - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

„შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გონივრული გამოსავალია აზერბაიჯანელი სამხედროების დაბრუნება თავის პოზიციებზე“. ამის თაობაზე განცხადებას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სიტუაცია სიუნიკის ოლქში არ შეცვლილა და 200-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო კვლავ სომხეთის ტერიტორიაზე რჩება.

„ჩვენ სიტუაციას მთლიანად ვაკონტროლებთ. აზერბაიჯანელი სამხედროების დაჯგუფება ბლოკირებულია. ადგილზე სომხეთის შეიარაღებული ძალების დამატებითი ქვედანაყოფებია გადასროლილი. აზერბაიჯანელების მიერ რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება შეუძლებელია“ - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე მოლაპარაკება გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ მას სასურველი შედეგი მოჰყვება და აზერბაიჯანელის სამხედროები სომხეთის ტერიტორიას დატოვებენ.

ცნობისთვის, 12 მაისს 200 აზერბაიჯანელი სამხედრო სოფელ ვერიშენთან „საზღვრის დაზუსტების“ მიზნით სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. ისინი ამ ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან.