მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მსოფლიო პასუხი მყისიერი და რადიკალური იქნება“ - დანილოვი

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მსოფლიოს პასუხი მყისიერი იქნება.

„მიმართავენ თუ არა ამ ქმედებას, დამოკიდებულია მხოლოდ იმ აზრებზე, რომლებიც პუტინის თავშია. შემიძლია ვთქვა, რომ თუ თუნდაც ერთი ბირთვული ტაქტიკური იარაღი გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მსოფლიოს პასუხი იქნება მყისიერი და აბსოლუტურად რადიკალური, მე ამაში დარწმუნებული ვარ.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას რაც შეეხება, იგი არ იქნება ჰიროსიმა და ნაგასაკი, მაგრამ მას  შეუძლია 10-20 კვადრატული კილომეტრი დაფაროს. სხვა საქმეა, რომ ჩვენ გვერდით მყოფი გიჟი მეზობლის გათვალისწინებით ნამდვილად უნდა მოვემზადოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის“, - განაცხადა დანილოვმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

✔️ ბულგარეთმა უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი უთხრა

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 მიმართულებით მოიგერიეს