მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა, ჩვენი ჯარი თბილისამდე ჩავა“ - რუსი ექსპერტი

ვიქტორ ლიტოვკინი

„13 წლის წინ, როდესაც საქართველო ცხინვალს თავს დაესხა, რუსული ჯარი თბილისამდე არ ჩავიდა, მაგრამ ახლა ამ შეცდომის გამოსწორება შეიძლება“. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ ლიტოვკინმა განუცხადა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლეთი საქართველოს წახალისებას შეეცდება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაინც არა მგონია, რომ საქართველომ 2008 წლის გამეორება სცადოს. იმ გაკვეთილმა თბილისისთვის უკვალოდ არ ჩაიარა. სამხრეთ ოსეთში არის ძლიერი რუსულ-ოსური სამხედრო დაჯგუფება, სამხედრო ბაზა და ის კარგად არის შეიარაღებული. იქ პროფესიონალები მსახურობენ და ისინი 2008 წლის აგვისტოს გამეორებას არ დაუშვებენ" - განაცხადა ლიტოვკინმა.

„სამხრეთ ოსეთი უკვე 13 წელია მშვიდობიანად ცხოვრობს და ასეც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე იქ რუსული ჯარი იმყოფება. ვერავინ გაბედავს მშვიდობიანი ცხოვრების დარღვევას“ - განაცხადა ექსპერტმა.

სამხედრო მიმომხილველმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს ვერც ნატო, ვერც აშშ ვერ უშველის.

ექსპერტმა ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს უკრაინის პროვოცირებას, რომ მან დონეცკში და ლუგანსკში საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს.