მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, თუ სომხეთს დაეხმარებოდა, მაშინ აზერბაიჯანის მიწაზე თითო რუს ჯარისკაცს წინ დახვდებოდა ორი თურქი ჯარისკაცი და ოფიცერი - რასიმ მუსაბაოვი

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი

„თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ დახმარების მცდელობა ექნებოდა, მაშინ აზერბაიჯანის მიწაზე თითო რუს ჯარისკაცს წინ დახვდებოდა ორი თურქი ჯარისკაცი და ოფიცერი“, - ამის შესახებ „პალიტრას“ ეთერში აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის წევრმა, დეპუტატმა და პოლიტოლოგმა რასიმ მუსაბაოვმა განაცხადა. 

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებით რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული არ არის. 

მისი თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში აზერბაიჯანს სომხეთთან შედარებით უფრო მეტი მეგობარი ჰყავს. 

„სრულიად დარწმუნებული ვარ, არანაირი დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მიღებული არ იქნება. აზერბაიჯანს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე სომხეთს. იქ არის ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი, რომელიც უბრალოდ მხარს არ დაუჭერენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ რაიმე გადაწყვეტილებას. ამ შეხვედრიდან რაიმე გადაწყვეტილებას არ ველოდები. ეს ორგანიზაცია ძირითადად რიტუალური ხასიათის გახდა, ამიტომ მისგან რამე სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ ველოდები. 

რუსეთი უშუალოდ არ ჩაერთო ომში სომხეთის მხარეს, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და რუსეთი რაიმე ფორმით ამ ომში ჩარევას სომხეთის მხარეს ვერ შეძლებდა. თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ დახმარების მცდელობა ექნებოდა, მაშინ აზერბაიჯანის მიწაზე თითო რუს ჯარისკაცს წინ დახვდებოდა ორი თურქი ჯარისკაცი და ოფიცერი და ეს რუსეთში იცოდნენ, რომ მხოლოდ სიტყვები არ იყო.

რუსეთი დაინტერესებული იყო, რომ ეს კონფლიქტი ყოფილიყო სამუდამო ან სრულად არ გადაწყვეტილიყო. ამ კონფლიქტის შენარჩუნება რუსებს საშუალებებს აძლევს, რაღაც დონეზე საკუთარ ინტერესებში მხარეების მანიპულაცია მოახდინოს, მაშინ როცა ვაშინგტონი და ბრიუსელი დაინტერესებულნი არიან, კონფლიქტი აღმოიფხვრას და აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერონ ხელი, რომელიც ამ კონფლიქტში წერტილს დასვამდა. ვაშინგტონი და ბრიუსელი ფსონს იმაზე დებენ, რომ მხარეებმა არ გააჭიანურონ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და უფრო მეტიც, ვაშინგტონი მოითხოვს, ეს წლის ბოლომდე გაკეთდეს“, - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის მიზანი ადამიანების გამწარებაა, შეგვიძლია რუსეთს ვუწოდოთ ტერორისტების ბანდა - ალექსეი გონჩარენკო

👉 გთავაზობთ, ევროპარლამენტი იდიოტიზმის სპონსორად ვაღიაროთ - მარია ზახაროვა

👉 პანიკა ყირიმში და თავდაცვა დონბასში - საბრძოლო რუკები

👉 პუტინი გავლენას კარგავს - პოდოლიაკი რუსულ ელიტაში განხეთქილებას პროგნოზირებს

👉 „არ ვართ დარწმუნებულები, რომ გავათბობთ და გავანათებთ ჩვენს სახლებს“ - მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ