კონფლიქტები

თურქი სამხედროები, რომლებიც ყარაბაღში გაემგზავრებიან, აზერბაიჯანში ჩავიდნენ

თუირქი სამხზედროები აზერბაიჯანში ჩავიდნენ
1608987419
დაკოპირებულია

თურქეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და ოფიცრების, რომლებიც მთიან ყარაბაღში გაემგზავრებიან, აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროები ერთობლივი, რუსეთ-თურქეთის მონიტორინგის ცენტრში იმუშავებენ, რომელიც აღდამში განთავსდება.

თურქი სამხედროების კონტინგენტს გენერალ-მაიორი უხელმძღვანელებს. ცენტრში 60 თურქი სამხედრო იმუშავებს.

აღდამში, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება, თურქი სამხედროები იანვრის დასაწყისში გაემგზავრებიან.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა 10 ნოემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტის მიხედვით მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდნენ. კონფლიქტის ზონაში თურქი დამკვირვებლების გაგზავნის შესახებ შეთანხმება მოგვიანებით შედგა.

კორონავირუსის ახალი შტამი

„ომიკრონს“ „დელტასგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს

„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.01 თეთრი შეადგინა.
1638191425
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.
1638188611
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ონლაინ ფორმატში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს პიერ კლუესა და რეგიონულ ატაშეს გილენ ვიდალ ჟიროს შეხვდა. შეხვედრაზე კინოინდუსტრიის განვითარების საკითხზე  იმსჯელეს.
1638194191
ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ საუბრისას.
1638193985
ეროვნული ბანკის ლოგო

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში  გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას - „მაროს სახელით“ - სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი.
ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო კონფერენციის მონა...
„აუდიტის, რისკისა და შესაბამისობის“ პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელთა საერთაშორისო კონფერენცია (Audit, Risk and Compliance User Group Conference - 2021) ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.
მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სააკაშვი...
„საზოგადოებამ სასამართლოს დარბაზიდან სააკაშვილის მიმართვას მოუსმინა. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ დღეს ჩვენ შემდგარი სახელმწიფო ვიხილეთ, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ყველას აქვს თავის დაცვის, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა! აღნიშნული, მიშას დროინდელ და დღევანდელ საქართველოს შორის ერთ ერთი მთავარი განსხვავებაა. წარსულში უამრავი შემთხვევა იყო როდესაც ბრალდებულს უბრალოდ თვის დაცვის შესაძლებლობა არ ეძლეოდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას.
„სააკაშვილს ერთი ნატამალი სინანულიც არ წამოსცდენია დღეს გრძელი გამოსვლ...
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება.